2.პროექტის აღწერა1–2 წინადადებით: პროექტის მონაწილეები იკვლევენ და გაეცნობიან სხვადასხვა კუთხის, ეროვნების ქუდს. მათი წარმოშობის, დამზადების ისტორიებს. მოძიებულ ინფორმაციას განათავსებენ ინტერნეტში.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან ქუდის სახეებს, თავისებურებებს, წარმოშობის, დამზადების ისტორიებს. აკვირდებიან მათ ევოლუციურ საფეხურებს და სწავლობენ თუ რა უცხოური ელემენტებია დამკვიდრებული ქართულ ქუდში. იკვლევენ სხვადასხვა ეპოქაში მის ცვლილებებს.
ქუდი–ხასიათის მატარებელი... სეზონური თავსაბურავი... საბრძოლო...ზღაპრული(უჩინმაჩინის ქუდი, სანტა –კლაუსის ქუდი)
მოსწავლეებს შეუძლიათ დახატონ ნახატები, შექმნან ბლოგები< განათავსონ ფოტო_ სურათები, მოიფიქრონ და შექმნან მათთვის სასურველი და მისაღები ქუდის ესკიზები, ჩანახატები. ექნებათ მიმოწერა სხვადასხვა კუთხის, შემდეგ კი სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეებთან.
4. მონაწილეთა ასაკი: შეუზღუდავი
5. ვადები_ხანგრძლივობა:სასწავლო წლის ნებისმიერი 1 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები: ჯგუფური, წყვილებში მუშაობა, მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება, ინტერვიუს აღება -უხუცესსა და თანატოლებს შორის. ლიტერატურისა და ინტერნეტ რესურსების მოძიების უნარი. მიღებული შთაბეჭდილებების და შეგროვილი მასალის მიხედვით ჩანახატების , დისკუსიების შესრულება, ფოტოალბომების , ბლოგების შექმნა, ვიქტორინის, დისკუსიის გამართვა, გამოფენის , პრეზენტაციის მოწყობა.
7.მოსალოდნელი შედეგები(პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას): ნახატები, სლაიდშოუები, ბროშურა, ჩანახატები< ფოტოალბომებისა და ნახატების გამოფენა,პრეზენტაცია, ბლოგი შექმნილი მასალის მიხედვით. სხვა კუთხის , სხვა ეროვნების ხალხის გაცნობა , დამეგობრება.
8. სარგებელი სხვებისათვის: მონაწილეები გაეცნობიან ქუდის სახეობებს, ტრადიციებს. ეცოდინებათ ქუდის დადებითი და უარყოფითი მხარე. მოსწავლეებიგაამდიდრებენ ქართულ ვებ_ სივრცეს. გაიცნობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეს, სხვა ერის ხალხს. გააცნობენ თანატოლებს ინტერნეტით თავიანთ პროექტს. უკეთ შეიცნობენ ერის ისტორიას, კულტურას და ხასიათს.
9. სამუშაო ენა: ქართული, რუსული, ინგლისური, ფრანგული, გერმანული.
10. საგანთაშორის კავშირი : .ისტორია–––––– ქართული და სხვა ერის ქუდის შესწავლისას მოსწავლეები ეცნობიან ცალკეულ ეთნოგრაფიული კუთხეების, ერების ისტორიას. იკველევენ და ადგენენ რა უცხოური ელემენტებია დამკვიდრებული ქართულ ქუდში. განარჩევენ ერთმანეთისგან ადგილობრივ და შემოტანილ ქსოვილებს. შესაბამის ლიტერატურაში მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას საქსოვი და სართავი დაზგების შესახებ.
ლიტერატურა__განუვითარებს ძირითად საკომუნიკაციო უნარებს,: წერას, კიღხვას, მოსმენას, მეტყველებას, ინტერვიუს აღებისა და გადმოცემის შესაძლებლობებს. მოიძიებენ ლიტერატურას ქუდის შესახებ.ასევე ლიტერატურაში როგორაა წარმოდგენილი ,,ქ უ დ ი,,
გეოგრაფია__გაიუმჯობესებენ რუკაზე ორიენტირების უნარს. შეისწავლიან სხვადასხვა კუთხის, ერის გეოგრაფიულ მდებარეობას, ლანდშაფტს, კლიმატს და მის გავლანას ამ კუთხის ხალხზე.
ხელოვნება__ხელოვნების სხვადასხვა დარგის გაცნობა.(ქსოვა, ქარგვა, კერვა, ხალხური რეწვა...) მოსწავლეები აკვირდებიან და აანალიზებენ, როგორ არის მხატვრობასა და კინოხელოვნებაში ასახული ქუდი. გამოუმუშავდებათ კვლევის უნარ_ჩვევა. გაეცნობიან მასალის სახეობებს. შექმნიან ნახატებს, ესკიზებს, ფოტოალბომებს...
რელიგია___პროექტის მონაწილეები ეცდებიან მოახდინონ მსგავსება და განსხვავება რელიგიის სხვადასხვა ხალხის თავსაბურავებს შორის. უმუშავდებათ კვლევის უნარ_ჩვევა.
საინფორმაციო ტექნოლოგიები– ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება. გააუმჯობესებენ სხვადასხვა პროგრამაში მუსაობის უნარებს: power point. mowie mwker. picture manager და სხვა.
პროექტის ფასილიტატორი– ნინო მელიქიძე
პროექტის ფასილიტატორის ელ_ ფოსტა:meliqidze.nino@gmail.com
მონაწილე სკოლები:
Комментариев нет:
Отправить комментарий